Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქობულეთის პანსიონატის საქმეზე EMC-მ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

28 მაისი, 2019 11:40

ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC),  პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. განაცხადის თანახმად EMC კონვენციის მე-3 (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) და  მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევაზე დავობს.

„2014 წლის სექტემბრიდან, ადგილობრივი მოსახლეობის  წინააღმდეგობისა და რელიგიური ნიშნით დევნის გამო, მუსლიმი თემი დღემდე ვერ ახერხებს ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის გახსნას. დისკრიმინაციული დევნის შესახებ ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროც, თუმცა, მას თემის დასაცავად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. მიუხედავად ამისა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, შსს-ს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობა არ დაადგინა. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ საქმეზე მდგომარეობა არც მას შემეგ  შეცვლილა, რაც  შსს-ს სისტემაში შექმნაადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც დისკრიმინაციული დანაშაულების პრევენციის მიმართულებით მუშაობს.

სახელმწიფომ ასევე ვერ უზრუნველყო:

  • კერძო პირების მხრიდან რელიგიური ნიშნით დევნის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიება,
  • საქმეში სიძულვილის მოტივის გამოვლენა,
  • განმცხადებლებისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება,
  • პოლიციის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი უმოქმედობის შესახებ გამოძიების დაწყება.

ამასთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანო - შპს „ქობულეთის წყალი“ დღემდე არ ასრულებს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, მას უნდა აღმოეფხვრა მუსლიმი თემის წინააღმდეგ დისკრიმინაციის ფაქტები. შესაბამისად, ამ დრომდე,  პანსიონატის შენობა წყალარინების  სისტემაზე დაერთებული არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლებს დღემდე არ ეძლევათ პანსიონატის შენობით სარგებლობისა და სასწავლო პროცესის  ჩატარების  საშუალება.

გარდა ამისა, სახელმწიფოს არ გამოუყენებია რელიგიური კონფლიქტის გადაწყვეტის პოლიტიკური და სათემო დიალოგზე დაფუძნებული მექანიზმები.   ხელისუფლების ამგვარი მიდგომა  არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებისა და საჭიროებების იგნორირების გამოვლინებაა და არ შეესაბამება დემოკრატიული და ინკლუზიური სახელმწიფოს იდეას. იმისთვის, რომ მხარეებმა არ დაკარგონ სამართლიანობის  განცდა, რელიგიური შინაარსის სათემო კონფლიქტების დროს, აუცილებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს დროული და ადეკვატური რეაგირება  სამწუხაროდ, ქობულეთის პანსიონატის საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და გამოვლენილი ისლამოფობიის სიმძიმის მიუხედავად, სახელმწიფომ კონფლიქტების მართვისა და სამართლიანი გადაწყვეტის ვალდებულება  ვერ შეასრულა. შესაბამისად, არ გასწია სათანადო ძალისხმევა მუსლიმი თემის უფლებების აღდგენისა და  სოციალური ცვლილებებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^