Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პეტიცია დავითგარეჯის შესახებ - ვითარება ჩვეულ კალაპოტს უნდა დაუბრუნდეს

28 მაისი, 2019 13:19

სოციალურ ქსელებში ვრცელდება პეტიცია, რომელიც დავითგარეჯის კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. პეტიციის ავტორი და ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ვითარება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდეს.

პეტიციის ადრესატები არიან საქართველოს პარლამენტი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პეტიცია

  • დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
  • საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია კეთილმეზობლური ურთიერთობა როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოებს, ისე აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის.
  • კარგად ვიცნობიერებთ, რომ არა მხოლოდ პარტნიორები ვართ, არამედ ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტები დაკავშირებულია ერთმანეთთან.
  • არასწორად მიგვაჩნია შეუსაბამო და ურთიერთობათა დამაზიანებელი აქციები აზერბაიჯანის საზღვართან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეთა მცირე ნაწილი აწყობს.
  • ვიცით და გვახსოვს, რომ ჩვენი ქვეყნები საერთაშორისო სისტემაში აღიარეს იმ საზღვრებით, რომელიც ორივე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სსრკ-ის შემადგენლობაში არსებობისას ჰქონდა  და ამ  საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება არანაირი თვალსაზრისით არ არის გამართლებული. 
  • მომხრენი ვართ, დავაცხროთ ვნებები და ვითარება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, საიდანაც ის ზოგიერთი ოფიციალური და კერძო პირის განცხადებებმა გამოიყვანა.
  • ჩვენი კულტურული იდენტობა წარმოუდგენელია დავით გარეჯის გარეშე. ასევე წარმოუდგენელი და მიუღებელია ურთიერთობათა წახდენა მეზობელ და მეგობარ ქვეყანასთან,
  • ვულოცავთ აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღეს – 28 მაისს.

    პეტიციის ავტორია ჟურნალისტი დავით პაიჭაძე.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში დავითგარეჯში, ჩიჩხიტურთან საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან. იწყება აქცია: „გარეჯი საქართველოა, კავკასია ჩვენი სახლია“. ადგილზე იმყოფებიან ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. 

გუშინ კომპლექსის ირგვლივ განვიტარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმაც. 

"ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ, საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში.

...მაგრამ პროვიკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ..." ამბობს ილია მეორე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^