Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ორბი ჯგუფ ბახმაროს" სასტუმროების ასაშენებლად მიწის ნაკვეთები ბახმაროში 1 ლარად გადაეცა

28 მაისი, 2019 15:04

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „ორბი ჯგუფ ბახმაროს" კურორტ ბახმაროში მიწის ნაკვეთები საკუთრებაში 1 ლარად გადასცა. საუბარია 9 მიწის ნაკვეთზე, რომელთა საერთო ფართობი 43 269 კვ.მ.-ია.

უძრავი ქონების საპრივატიზაციო პირობად კომპანიას განესაზღვრა, რომ არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში ამ მიწის ნაკვეთებზე უნდა ააშენოს მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმროებს, კომერციული დანიშნულების ფართებს, კვების ობიექტებსა და სპორტულ მოედნებს. 

საპრივატივაზიო პირობები კომპანიიისგან 50 მილიონი ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. 

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან მხოლოდ 10 წლის განმავლობაში ეკრძალება კომპანიას აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო" 2018 წლის 27 დეკემბერს დაფუძნდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი ზვიად ზოიძეა, ხოლო დირექტორი - ირაკლი კვერღელიძე. ირაკლი კვერღელიძემ „ქართულ ოცნებას" 2014 წელს 60 000 ლარი შესწირა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს - 25 000 ლარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^