უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის (ე.წ. მორმონთა ეკლესია) ფონდისგან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 218 705 ლარს მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა.
დოკუმენტის მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს მიეცა თანხმობა, რომ აღნიშნული თანხა სოფელ დიდი ირაგის, ალექსეევკის, ორბეთისა და ასურეთის წყალმომარაგების სამუშაოების მიზნით გამოიყენოს.