საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხატია მოისწრაფიშვილმა, პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.
„დღეს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს საქართველოს მეგობარი და მოძმე ქვეყანა – აზერბაიჯანი, ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენს მოძმე ერს – აზერბაიჯანელ ხალხს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ხატია მოისწრაფიშვილმა.