„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვეკითხებიდნენ, თუ რომელ კანდიდატს ვუჭერდით მხარს მეორე ტურში, თუმცა ეს კითხვა თავიდანვე იყო არასწორი. ჩვენ არასდროს განგვიხილავს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერა", - თქვა მთაწმინდის ოლქში ყოფილმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა.
როგორც ის ამბობს, „სამოქალაქო მოძრაობა“ მთელი ეს პერიოდი ფიქრობდა, დაეჭირა თუ არა მხარი შალვა შავგულიძისთვის.
„საკითხს მივუდექით პასუხისმგებლობით, როცა ვთქვით, რომ ეს უნდა ვკითხოთ ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დამიჭირა. მთელი 10 დღის განმავლობაში სხვა არაფერი გამიკეთებია, გარდა იმისა,რომ დავდიოდი ჩემს ამომრჩეველთან და ვეკითხებოდი აზრს, რას ფიქრობდნენ ისინი და როგორ მოვქცეულიყავით. ვადასტურებ ჩემს პიროვნულ პატივისცემას შალვა შავგულიძის მიმართ, თუმცა ჩვენი ამომრჩევლისთვის და ჩვენთვისაც მიუღებელია, მხარი დავუჭიროთ მას არჩევნების მეორე ტურის წინ ერთი მიზეზით - მან თავისი პოლიტიკური მომავალი დაუკავშირა იმ გუნდს, რომლის მხარდაჭერაც ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია", - განაცხადა იოსელიანმა.
მთაწმინდის ოლქის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების" კანდიდატი ლადო კახაძე და „ევროპული საქართველოსა" და „თავისუფალი დმეოკრატების" ბლოკის კანდიდატი შალვა შავგულიძე მონაწილეობენ.
პირველ ტურში ლევან იოსელიანმა მე-3 ადგილი დაიკავა. მან 964-მა (6,55%) მიიღო.