Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ასაჯაროებს

29 მაისი, 2019 12:24

პროფესორმა გიორგი თუმანიშვილმა, რომელიც კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევ კონკურში, თავის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები და დეტალები გაასაჯაროვა.

იგი უპირისპირდება საქართველოში არსებულ არაგამჭვირვალე საკონკურსო პრაქტიკას, როდესაც სხვადასხვა თანამდებობაზე პირებს ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე ირჩევენ/ნიშნავენ. იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონოდა წარმოდგენა მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის შესახებ, იგი თითოეული ნაბიჯის დოკუმენტირებასა და გასაჯაროებას ახდენს და ამ თემაზე საკუთარი ბლოგი მიჰყავს იუთუბიზე.

იმისათვის, რომ საზოგადოებას ენახა, თუ როგორ შეირჩევიან საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები, რამდენად გამჭვირვალე და ობიექტურია პროცესი, მან თავად გადაწყვიტა მონაწილეობა ამ პროცესში და თავისი კანდიდატურა წარადგინა გამოცხადებულ   ვაკანტურ თანამდებობებზე.

პროფესორი თუმანიშვილი ცნობილია სამეცნიერო შრომებით სამართლის სხვადასხვა დარგში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. იგი იკვლევს მომავლის სამართლის აქტუალურ საკითხებს. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ჩეხეთში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^