მთაწმინდის ოლქში ყოფილი მაჟორიტარი კანდიდატის, ლევან იოსელიანის გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ეხმაურება. იოსელიანი არჩევნების მეორე ტურში არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს.
„სიმართლე გითხრათ იოსელიან-ელისაშვილის მხარდაჭერა უფრო მათ თავად სჭირდებოდათ, ვიდრე შალვა შავგულიძეს. მეტი დაფიქრება მართებს ელისაშვილ-იოსელიანს, რატომ დაეცა მათი მხარდაჭერა 17-დან 6%-მდე. ამომრჩეველს გამბედავი კანდიდატი მოსწონს და არა თავის თავში ჩაკეტილი და თავის თავზე შეყვარებული. შალვა შავგულიძეს ახალ პარტნიორებს უწუნებს ბატონი იოსელიანი (შესაბამისად, ელისაშვილი)