სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში საბავშვო ბაღის ჭერი ჩამოვარდა. საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ოთახში ჩამოცვენილია თაბაშირ-მუყაო.
როგორც „ლიბერალს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ქეთევან ბეგიაშვილმა უთხრა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, შემთხვევა ღამით მოხდა, ჭერის ჩამოვარდნის შესახებ პირველად დამლაგებელმა შეიტყო, როდესაც დილით ადრე საბავშვო ბაღში მივიდა.
ქეთევან ბეგიაშვილის თქმით, ბაღს რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. ბეგიაშვილის თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე გაწმინდეს შენობა და პასუხისმგებლობას იღებენ, ჭერი შეაკეთონ.
ფოტო: რუსთავი 2