პარლამენტმა 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 30-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხმა მის წინააღმდეგ პარლამენტის სამმა წევრმა მისცა.