Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაჩალიკაშვილი: საგამოძიებო კომისიის შექმნას დეპუტატებმა კი არა, ივანიშვილმა არ დაუჭირა მხარი

29 მაისი, 2019 16:31

საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩააგდო პირადად ივანიშვილმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა. 

„მიზეზი მარტივია, „ქართული ოცნების" დეპუტატებმა კი არა, ივანიშვილმა არ დაუჭირა ამას მხარი. „ევროპულ საქართველოს" და „ნაციონალურ მოძრაობას" მადლობას ვუხდი ინიციატივისთვის, მაგრამ ეს ივანიშვილმა დაბლოკა. მათ შეეშინდათ მცირეოდენი სიმართლისაც კი",- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღეს, პარლამენტმა 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 30-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხმა მის წინააღმდეგ პარლამენტის სამმა წევრმა მისცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^