Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაატარეთ ყველა საჭირო ზომა აფგან მუხთარლის საქმეში დამნაშავეების დასჯისთვის - NGO-ები

29 მაისი, 2019 17:56

„ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომა აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავე პირების გამოვლენისა და დასჯისათვის", - არასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„29 მაისს ორი წელი შესრულდა თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების შემდეგ. ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, იგი დღემდე სასჯელს იხდის აზერბაიჯანის ციხეში, საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

საქართველოს საგამოძიებო ორგანოებში მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიება დღემდე უშედეგოდ, ყოველგვარი პროგრესის გარეშე მიმდინარეობს. პასუხგაუცემელია აფგანის ადვოკატების მიერ დაყენებული არაერთი მოთხოვნა, მათ შორის აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ოცდაათზე მეტი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციის მიმართვის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც მუხთარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცების ფაქტს შეისწავლიდა.

ამჟამად, მუხთარლის უფლებების დარღვევის საკითხს დაჩქარებულ ვადებში განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო; საჩივარი, რომელიც კონვენციით გარანტირებული არაერთი უფლების დარღვევას შეეხება, წარდგენილია როგორც საქართველოს ისე აზერბაიჯანის წინააღმდეგ (მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგსაქმე 39503/17). ორივე სახელმწიფოს მთავრობას უკვე მოუწია ევროსასამართლოს კითხვებზე პასუხის გაცემა. საქართველოს მთავრობისადმი დასმული შეკითხვები როგორც მუხთარლის სავარაუდო გატაცებას, ასევე ამ ფაქტზე დაწყებული გამოძიების ეფექტურობას შეეხება.

აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებას და აზერბაიჯანის ციხეში მოხვედრას არაერთი უარყოფითი შედეგი მოჰყვა საქართველოს შიდა ეროვნული თუ საერთაშორისო იმიჯისათვის. მუხთარლის საქმის გარშემო შეკითხვები რჩებათ საქართველოს პარტნიორებს, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატებიევროკავშირი თუ ევროსაბჭო; ასევე, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.

ევროპულ სასამართლოში მუხთარლის საქმის წარმატებით დასრულება საქართველოსთვის ფინანსური ზიანის მოტანასთან ერთად კიდევ ერთხელ დააზარალებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიერტირებულის სახელმწიფოს იმიჯს; მაშინ როცა, საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოძიების ეფექტურად ჩატარების შემთხვევაში ეს დამატებითი ზიანი შეიძლება თავიდან ყოფილიყო აცილებული.

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს გაატარონ ყველა საჭირო ზომა აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების ეფექტური გამოძიების, დამნაშავე პირების გამოვლენისა და დასჯისათვის.

აფგან მუხთარლის ინტერესებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

მედიის განვითარების ინსტიტუტი

საფარი

საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ღია საზოგადოების ფონდი (OSF)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^