საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში ვარშავიდან კიევში ჩაფრინდა. სააკაშვილს ბორისპოლის აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ დაუბრუნა.
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოართვა.