ნიუ-იორკში, გრინვიჩ ვილიჯში გეიუფლებების მოძრაობაში საკვანძო ფიგურების, ტრანსგენდერი აქტივისტების - სილვია რივერასა და მარშა პ. ჯონსონის პატივსაცემად ინსტალაციის სახით მონუმენტს დადგამენ.
რივერა და ჯონსონი ერთ-ერთი პირველი ტრანსგენდერი აქტივისტები იყვნენ. მათი მონუმენტი სწორედ იმ ქუჩაზე განთავსდება, სადაც გეიბარი სტოუნვოლი მდებარეობს.
აქტივისტები დრაგ პერფორმანსებსაც მართავდნენ უსახლკარო ლგბტქ ადამიანებისთვის. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მათ დიდი წვლილი შეიტანეს სტოუნოვოლის აჯანყებაში (რომელმაც ბიძგი მისცა ამერიკასა და შემდგომ მთელ მსოფლიოში გეიუფლებებისთვის ბრძოლას).
როგორც New York Times წერს, ნიუ-იორკის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მონუმენტს ჰქონდეს სახე და სახელი, რათა საზოგადოებამ მეტი გაიგოს ლგბტ ადამიანების უფლებების ისტორიის შესახებ.