Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა: ბათუმის ყოფილი მერი, ვიცე-მერი და განათლების მინისტრის მოადგილე დავაკავეთ

30 მაისი, 2019 17:14

აჭარის მთავარი პროკურორის, ნათია სონღულაშვილის განცხადებით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად თანამდებობის რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, რომელიც ახლა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია - ბაგრატ მანველიძე და ბათუმის ყოფილი მერი.

სონღულაშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არაერთი მაღალჩინოსანი დააკავა.

მათ შორის არიან, პროკურორის თქმით:

  • ბათუმის ყოფილი მერი გ.ე.
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ბ.მ.
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ა.ვ
  • ბათუმის ვიცე-მერი თ. პ.
  • ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ე.ლ.
  • ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვ.ხ.
  • ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბ.ხ.

ნათია სონღულაშვილის თქმით, საქმე ეხება 2015 წლის 9 ოქტომბერს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერს ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობაზე.

პროკურატურის მტკიცებით, აჭარის ავტნომიური რესპუბლიკის მაღალჩინოსნები წინასწარ გაურიგდნენ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას და ტენდერში გამარჯვება მიაკუთვნეს. მიუხედავად იმისა, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა „კონვენტ ჯორჯიამ“ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა.

პროკურატურის განცხადებით, საეჭვო იყო ამ კომპანიის მიერ ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიად ლონდონში რეგისტრირებული POINT BANK LTD, რომელიც საერთოდ არ იყო საბანკო დაწესებულება და წარმოადგენდა არააქტიურ კომპანიას.

საბოლოოდ კი, „უსფ „კონვენტ  ჯორჯიას“ უსაფუძვლოდ ჩაურიცხეს საავანსო თანხა ჯამში 1 626 396.20 ლარის ოდენობით, საიდანაც უსფ „კონვენტ  ჯორჯიამ“ შეასრულა მინიმალური, მხოლოდ 251 109.43 ლარის სამუშაოები, ხოლო დანარჩენი თანხის სამუშაოები დღემდე შეუსრულებელია“.

პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიწოდებული დასკვნის თანახმად, გაიფლანგა დიდი ოდენობით 1 370 076 ლარის თანხა, რითაც მუნიციპალიტეტს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

გამოძიება საქართველოს ს.ს.კ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და ს.ს.კ-ის 332-ე მუხლის 1 ნაწილით  გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის საქმეზე მიმდინარეობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^