Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვიმსჯელებთ რა ფორმით გავცეთ პასუხი“ - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნანა კოსტავაზე

30 მაისი, 2019 19:24

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ლატარიას თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი იმსჯელებს საკრებულოს ერთ-ერთი წევრის ნანა კოსტავას გაკეთებულ კომენტარზე და გადაწყვეტს რა ფორმით გასცეს პასუხი.

„პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ვიზიარებ იმ დიდ ტკივილს, ნამდვილად უმძიმესი ტრაგედია მოხდა, ბავშვი დაიღუპა.

რა თქმა უნდა, ვემიჯნები იმ განცხადებას, პირადად მე და ასე ფიქრობს გუნდიც. ვიმსჯელებთ ჩვენ გუნდში, გვექნება ამაზე მსჯელობა და დაწყებული გვაქვს, თუ რა ფორმით და როგორ გაეცეს ამას პასუხი. გავეცანი და ვნახე მისი ეს სტატუსი ფეისბუკზე და ამასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია გვაქვს“, - განაცხადა ნიკოლზ ლატარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ნანა კოსტავა კონსერვატიული ფრაქციის ხელმძღვანელი და „ოცნების“ წევრია, ამიტომ მის შესახებ გადაწყვეტილებას გუნდი გამოიტანს და „უახლოეს დღეებში, საათებში ექნება საზოგადოებას პასუხი“.

„ქალბატონი ნანა არის საკრებულოში, ასევე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ამ გუნდმა უნდა გადწყვიტოს რა ფორმით გაეცემა პასუხი.

უახლოეს დღეებში, საათებში ექნება საზოგადოებას ამ ყველაფერზე პასუხი, რა ფორმით და როგორ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის ძლაიან წუხს, ბოდიშს იხდის. ბოდიშს უხდის ოჯახს პირველ რიგში და თავისებური ახსნა აქვს, რომ არ ჰქონდა მას ინფორმაცია იმ გარდაცვლილ ბავშვზე“, - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ქუთაისის საკრებულოს წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე ნანა კოსტავა სალომე ბარკერთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ განმარტებას აქვეყნებს. როგორც კოსტავა facebook გვერდზე წერს, მან არ იცოდა სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ.

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი წარწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ ბლოგერის სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი. კოსტავამ მოგვიანებით პოსტი წაშალა.

27 მაისს ცნობილი გახდა, რომ სალომე ბარკერის 16 წლის და ლაგოდეხის ნაკრძალში დაიღუპა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^