Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუთაისის მერი ნანა კოსტავას პოსტზე: ვგმობთ და ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას

30 მაისი, 2019 23:09

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას მიერ Facebook-ზე დაწერილ პოსტს ეხმაურება. ჭიღვარიას თქმით, ის და მისი გუნდი გმობს პოსტში გამოხატულ დამოკიდებულებას.

„პირველ რიგში, ვიზიარებ ოჯახის დიდ ტკივილს. რაც შეეხება საკრებულოს წევრის პოსტს, მე პირადად და ასევე ჩვენი გუნდი ვგმობთ და ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია“, - აცხადებს ქუთაისის მერი.

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი წარწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ ბლოგერის სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი. კოსტავამ მოგვიანებით პოსტი წაშალა.

27 მაისს ცნობილი გახდა, რომ სალომე ბარკერის 16 წლის და ლაგოდეხის ნაკრძალში დაიღუპა.

მოგვიანებით, კოსტავამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მან არ იცოდა სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ და ეს პოსტი ამ შემთხვევას არ უკავშირდებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^