
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ მარჯანიშვილზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს ხოლო, მეორე პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით, რაც პოლიციელის წინააღმდეგობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
უწყებაში ამბობენ, რომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ცნობით, საქართველოს მოქალაქეები უცხოელ ტურისტებს იმიტომ გაუსწორდნენ, რომ ისინი ქართველ ქალთან ერთად ისხდნენ, რომელიც მათი გიდი იყო.