Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიმ ჩენ ინმა თავისი დიპლომატები ტრამპთან ჩაშლილი მოლაპარაკების გამო სიკვდილით დასაჯა - სამხრეთ კორეის მედია

31 მაისი, 2019 15:59

Reuters-ის ინფორმაციით, ჩრდილო კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თავისი დიპლომატები სიკვდილით დასაჯა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასიკვდილო განაჩენი მარტში ჩრდილო კორეის სახელმწიფო საბჭოს სპეცწარმომადგენელს გამოუტანეს, რომელიც კიმ ჩენ ინს აშშ-ის საკითხებზე ჰყავდა დანიშნული.

კიმ ჰიოკ ჩოლთან ერთად ფხენიანში სიკვდილით დასაჯეს საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ 4 თანამშრომელი. დასჯის მიზეზი გახდა ის, რომ მათ აშშ-სა და ჩრდილო კორეის მოლაპარაკებების დროს ვიეტნამში ამერიკელებთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს. 

Reuters წერს, რომ მათ დამოუკიდებლად ვერ შეძლეს ამ ინფორმაციის დადასტურება. სამხრეთ კორეული მედიაგამოცემა Chosun Ilbo კი ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის წყაროს ინფორმაციით ისე ჩანს, რომ დიპლომატები მართლაც დასაჯეს. თუმცა მისთვის უცნობია, მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თუ შრომით ბანაკში გაგზავნეს.

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი 27 თებერვალს შეხვდნენ. სამიტი დონალდ ტრამპმა ნაადრევად დატოვა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები ჩავარდა - მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^