Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„შსს აცხადებს, რომ ვერ დაგვიცავს, ამით ჩვენი უფლებები ილახება" - პრაიდის ორგანიზატორები

31 მაისი, 2019 18:23

„თბილისის პრაიდის“ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პრაიდის კვირეულის დაცვა მათთვის შეუძლებელია. 

მათი თქმით, ეს არის საქართველოს მოქალაქეების საბაზისო, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, შელახვა. ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება და მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს. 

შსს: „თბილისი პრაიდს“ ისეთ ადგილებში სურს ღონისძიებები, სადაც საფრთხის მაღალი რისკია

„გვქონდა რამდენიმე შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მათ შორის, გუშინ, 30 მაისს. მივედით იმ განწყობით, რომ ვისაუბრებდით მსვლელობის დეტალებსა და კონკრეტულ გეგმებზე, თუმცა დიალოგი ამ საკითხებზე არ შედგა და ჩვენ არ დაგვხვდა სამუშაო ფორმატი, არამედ შსს-მ ჩვენც ასე გვიპასუხა და საჯაროდაც რამდენიმე წუთის წინ ისაუბრეს და  გაავრცელს განცხადება, რომ პრაიდის კვირეულის ღონისძიებების დაცვა მათ მიერ შეუძლებელია, რომ ისინი ვერ დაგვიცავენ და ამას აცხადებენ პირდაპირ. 

ჩვენ გვინდა, ეს მოვლენა შევაფასოთ ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების საბაზისო, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, შელახვა. კერძოდ, შეკრების,  მანიფესტაციებისა და გამოხატვის თავისუფლების“, - განაცხადა მარიამ კვარაცხელიამ. 

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი აღნიშნავს, რომ შსს-ს მიერ შემოთავზებული ალტერნატივა იყო დახურული სივრცე. შეიძლებოდა, ყოფილიყო ეს საკლუბო სივრცე ან სტადიონი, სადაც შეძლებდნენ მსვლელობის ორგანიზებას. 

თაბაგარი, ასევე აღნიშნავს, რომ პრაიდის ორგანიზატორების მიმართ აღინიშნა სხვადასხვა სახის ზეწოლა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან.  

„ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პრაიდის ორგანიზატორების მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სახის ზეწოლა, კონკრეტულად ჩემთან. იყო მოსული საეჭვო გარემოებებში სახელმწიფოს წარმომადგენელი და მათ ჰქონდათ მცდელობა შიშის დათესვის ჩვენს გუნდში და კეთილი რჩევა მოგვცეს, რომ ჩვენ თვითონ გაგვეუქმებინა ეს ღონისძიება“, - თქვა გიორგი თაბაგარმა. 

„ლიბერალის" კორესპოდენტს პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნინო ბოლქვაძემ განუცხადა, რომ შსს-ში შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას ამ საკითხზე ესაუბრა.

„მან მითხრა, რომ 17 მაისს თუშეთიდან შუბებით იყვნენ ჩამოსულები ადამიანები ლგბტ თემის საწინააღმდეგოდ და აღნიშნა, რომ იგივე განმეორდება პრაიდზეც, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ამასთან ვერავის აუკრძალავენ თბილისში ჩამოსვლას“, - ამბობს ნინო ბოლქვაძე. 

ორგანიზატორების თქმით, ისინი კვლავ განაგრძობენ მუშაობას ამ საკითხზე და მათ არც ერთი ღონისძიება არ გაუუქმებიათ. 

შსს-ს განცხადებით, „თბილისის პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილეს პრაიდის ფარგლებში გასამართი ღონისძიებების გეგმა. მაგრამ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა ისეთი ადგილები და ფორმატი შეარჩიეს, რომლებშიც უწყების განცხადებით, ისინი უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ. ამიტომ შსს-მ მათ შეკრების „უფრო უსაფრთხო ალტერნატივები“ შესთავაზა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^