Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლესბოსელი აქტივისტის ღია წერილი ილია მეორეს

02 ივნისი, 2019 12:59

ნინო ბოლქვაძე, ქართველი ლესბოსელი აქტივისტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს ღია წერილით მიმართავს. ნინო ბოლქვაძე წერილს facebook-ზე ავრცელებს, რომელსაც უცლელად გთავაზობთ:

„ღია წერილი საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს

1977 წელს დავიბადე. ბავშვობაში ვერის პარკში მდებარე ქართულ ეკლასიას მამასთან ერთად რომ ჩავივლიდი ხოლმე, კარი მუდამ დაკეტილი იყო და ზედ დიდი ბოქლომი ეკიდა. შემდგომში კარიც გაიღო და ჩვენ, საბჭოთა კავშირში დაბადებულ ბავშვებს, მოგვეცა იქ შესვლის უფლება. 

მერე რა რომ ლესბოსელი ქალი ვარ, მეც ადამიანი ვარ, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ, რომლისთვის ახლოა სარკმევლის სურნელიც, სხვა ადამიანების გვერდით ლოცვის მადლიც, საკუთარი ცოდვების დაძლევის საჭიროებაც და უსუსურობაც, რომელიც ადამიანად დაბადებას უკავშირდება. 

მსურს დაგვინახოთ. არაფერია ჩვენში განსაკუთრებულად საშიში. იგივე ხორცისგან შევდგებით და იგივე ვნებები გვაქვს, რაც ნებისიერ სხვას. იგივენაირად გვტკივა და გვიხარია. იგივენაირად ვტირით და განვიცდით. იგივენაირად გვიყვარს ჩვენი ახლობლები და ვცდილობთ გვიყვარდეს მოყვასი მაშინაც, როდესაც მას ვძულვართ. 

ალბათ მკითხავთ, რა საჭიროა გარეთ გამოსვლა. მეტყვით, რომ ჩვენი ცოდვის დემონასტრაციას ვახდენთ, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებთ და საზოგადოებაში ვნებათაღელვას ვიწვევთ. გეტყვით, რომ საქართველოში ლგბტ ჯგუფის მიმართ წლების მანძილზე არსებულმა რეპრესიებმა განაპირობა ჩვენდამი შიში, ზიზღი და აგრესია. 2000 წლამდე ციხეში გვსვამდნენ. შემდეგ სენსაციასა და რეიტინგზე ორიენტირებული მედიები ჩვენ ეგზოტიცაციას და შედეგად მეტ მარგინალიზაციას იწვევდნენ. 

შეუძლებელია ცხოვრება, როდესაც შენს ირგვლივ ადამიანებს ეზიზღები ან როდესაც შენი ეშინიათ. გვსურს ჩვენმა დებმა და ძმებმა დაგვინახონ, რომ ჩვენ არც ურჩხულები ვართ და არც დემონები, მიხვდნენ, რომ ჩვენ შორის მსგავსება გაცილებით მეტია ვიდრე სხვაობა. ვიზიარებთ სხვა საზოგადოებების გამოცდილებას და ვხედავთ, რომ მხოლოდ ამგვარად შეიძლება გაქრეს ჩვენ შორის უფსკრული, რომელიც არავის არაფერს არგებს. 

გთხოვთ, გაგვიგოთ და დაგვეხმაროთ ამ რთულ გზაზე", - წერს ბოლქვაძე წერილში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^