Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თსუ-ისა და ილიაუნის სტუდენტები პრეზიდენტის სტიპენდიის ჩარიცხვას მოითხოვენ

03 ივნისი, 2019 18:06

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თსუ-ისა და ილიაუნის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც ისინი ამბობენ, მინისტრს ამ დრომდე არ გამოუცია ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ე.წ. პრეზიდენტის სტიპენდიების გაცემის პროცედურა უნდა დაწყებულიყო.

სტუდენტები მოითხოვენ, მინისტრმა დროულად გამოსცეს ბრძანება, რათა სტიპენდია მიიღონ. მათივე თქმით, შარშან მინისტრის ბრძანება მაისის დასაწყისში უკვე გამოცემული იყო. სამინისტროში ამბობენ, რომ შესაბამისი ბრძანება უკვე მომზადებულია, უნივერსიტეტებს არაუგვიანეს ხვალისა მიეწოდებათ  ინფორმაცია  და, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლებათ, დაიწყონ შესაბამისი პროცედურა.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრძანება უკვე მომზადებულია და არაუგვიანეს ხვალისა ყველა უნივერსიტეტს ექნება შესაბამისი ინფორმაცია და მათ თავის მხრივ შეეძლებათ სტიპენდიის გაცემისთვის საჭირო პროცედურა დაიწყონ. მათი განმარტებით, სტიპენდიების გაცემამდე ყველა სტუდენტის გადამოწმება ხდება, ხომ არ აქვს რომელიმეს სტატუსი შეჩერებული და ა.შ. პროცესი კი ამ პროცედურების გამო გახანგრძლივდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^