Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუთაისში აქცია გაიმართა, სადაც ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლა კიდევ ერთხელ მოითხოვეს

03 ივნისი, 2019 19:09

"ნანა წადი"- ამ შეძახილებით ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. 
სამოქალაქო აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა კიდევ ერთხელ მოუწოდს  ნანა კოსტავას უარი თქვას დეპუტატის მანდატზე. 

„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევაც მოითხოვეს, სადაც თავიანთი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნებათ.

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა საკრებულოს დატოვებას, სავარაუდოდ, აღარ აპირებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კოსტავამ პირველ არხს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ მისმა ამომრჩეველმა „აიძულა, არ მიეტოვებინა ისინი“.

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი წარწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ ბლოგერის სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი. კოსტავამ მოგვიანებით პოსტი წაშალა. 27 მაისს ცნობილი გახდა, რომ სალომე ბარკერის 16 წლის და ლაგოდეხის ნაკრძალში დაიღუპა.

ფოტო: ქუთაისი პოსტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^