Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააპელაციოს განაჩენი გვაძლევს საშუალებას თავიდან წავიკითხოთ საქმის ყველა გარემოებები - გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე

03 ივნისი, 2019 21:41

შს მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ის განაჩენი, რომელიც დღეს სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა, საშუალებას იძლევა „თავიდან წაიკითხონ ამ საქმის ყველა გარემოებები“. 

„უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ - ეს იყო არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული, ამ საქმის გამოძიებას აქვს თავისი შეზღუდვები და ეს იყო ძალიან რთული საქმე გამოსაძიებლად. ასეთი საქმეები შეიძლება გამოძიებაში იყოს წლობით. რა თქმა უნდა, ეს არავისთვის არ არის გამამართლებელი, თუმცა ის განაჩენი, რომელიც დღეს აპელაციაში დადგა, ჩვენ გამოყოფილი საქმის ფარგლებში, გვაძლევს საშუალებას თავიდან წავიკითხოთ ამ საქმის ყველა გარემოებები, იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ მოსამართლეების ის პოზიცია, რომელიც იქნება ამ გადაწყვეტილების განმარტებით ნაწილში მიღებული“, -  განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ. 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მოსამართლემ, ნინო სანდოძემ განაცხადა, არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, სხვა დაუდგენელ პირებთან  ერთად . მისივე ცნობით, გ.ჯ.-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თანახმად, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი შიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამარლოში ერთი თვის ვადაში.

„სასამართლომ შეაფასა გ.ბ.-ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები . გ.ბ-ს მიმართ განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდა ბრალდების მხარესაც, ამ ნაწილში სასამართლომ სასჯელი გ.ბ.-ს დაუმძიმა“,- განაცხადა სანდოძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^