Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ნათია ზოიძის განცხადებას ეხმაურება

04 ივნისი, 2019 12:11

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნათია ზოიძის განცხადებას ეხმაურება.

2019 წლის 03 ივნისს გავრცელდა ნათია ზოიძის ღია წერილი.

ნათია ზოიძე აცხადებს, რომ მრჩეველთა საბჭო არის პოლიტიკურად მოტივირებული და რომ  ნათია კაპანიძის უნდობლობიდან დაწყებული ეს პროცესი არის  პოლიტიკური ინტერესის ქვეშ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ასევე ამბობს, რომ საბჭოს მხრიდან აღინიშნება მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას.

„ამავდროულად, საბჭოს წევრი - ბეჟან გობაძე საუბრობს, რომ ორი წევრი, რომელმაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, ისევ ერთობლივად ცდილობენ სამთავრობო კანდიდატის ლობირებას.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განცხადებები კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აძლიერებს საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებში პოლიტიკურ საფუძველს.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ აუცილებელია პროცესებში ჩართულმა ყველა პირმა  უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, რათა შევინარჩუნოთ პოლიტიკური ზეგავლენისგან დამოუკიდებელი მაუწყებელი.

ასევე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება, რომ ისინი არ გახდებიან ინსტრუმენტი სხვადასხვა პირთა ინტერესების სასარგებლოდ.  

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ყურადღებით აკვირდება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს და იმედს იტოვებს, რომ ამ პროცესში მონაწილე ყველა პირი ისაუბრებს საჯაროდ და პროცესების გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას“,- ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

მედიაკლუბი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ღია საზოგადოების ფონდი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

სატელევიზიო ქსელი

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^