Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოტიკის ფლობაში ბრალდებული გიორგი შანიძე 2-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ გამართლდა

04 ივნისი, 2019 13:13

ნარკოტიკის ფლობაში ბრალდებული გიორგი შანიძე 2-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ გაამართლეს. გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა გამოიტანა.

როგორც „ლიბერალს“ მისმა ადვოკატმა, ლევან აფრასიძემ განუცხადა, ბრალდების მხარე შანიძეს კანონმდებლობის მიხედვით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების (5,1 გრ ჰაშიში და 3,3გრ MDMA) ფლობას ედავებოდა.

დაცვის მხარის პოზიციით, გიორგი შანიძეს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები არ ეკუთვნოდა. ადვოკატის თქმით, ჩხრეკა-დაკავების ოქმთან გამომძიებლების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების საფუძველზე მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

„სამი გამომძიებელი მონაწილეობდა ჩხრეკაში, აქედან ერთ-ერთმა სასამართლოში დაკითხვისას არ დაადასტურა ფაქტები, მან აღნიშნა, რომ არ ახსოვდა ეს შემთხვევა, ეს ფაქტები. ვერ დავადასტურებ ჩემ მონაწილეობას ამ საგამოძიებო მოქმედებებშიო. ეს იყო მთავარი გამომძიებელი. როდესაც მთავარი გამომძიებელი იკითხება სასამართლოზე, იკითხება სწორედ იმის დასადასტურებლად, რაც მან ჩაატარა - ჩხრეკა, ამოღება. ანუ ყველაზე მთავარი მტკიცებულებები, რამაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს პირის ბრალეულობა ან უდანაშაულობა. როდესაც ეს პირი სასამართლოში მოდის და არ ადასტურებს ამ ყველაფერს, ფაქტობრივად, ძალას კარგავს ყველა წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება... დანარჩენმა გამომძიებლებმაც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს“, - განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^