პრეზიდენტის პოზიციაა, რომ მთავარია, სამართლიანობა აღდგეს, - განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ.
„საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ყველაზე მთავარი და ერთადერთი არის ის, რომ აღდგეს სამართლიანობის განცდა, ჰქონდეთ ოჯახებს ყველა შეკითხვაზე პასუხი და მათ არ ჰქონდეთ არც ერთი შეკითხვა უსამართლობასთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი და ნუ გავასწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ პროცესებს. მთავარია, რომ სამართლიანობა აღდგეს - ეს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაა", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.