Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით გამოძიება უნდა დაიწყოს - ომბუდსმენი ხორავას საქმეზე

04 ივნისი, 2019 17:17

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიხეილ კალანდიას დაკავების  შეფასებისას აცხადებს, რომ ძალიან ბევრი კითხვა უპასუხოდ დარჩა, რადგან რიგი საგამოძიებო ქმედებები არ ჩატარებულა. 

„ვფიქრობ, დღის წესრიგში უნდა დადგეს სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით გამოძიების წარმართვა“.

მისი თქმით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, გამოძიებამ აღიარა დაშვებული შეცდომები. 

„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ და დღევანდელმა დაკავებამ ცხადყო, რომ გამოძიება აღიარებს, რომ თავდაპირველად ნამდვილად იყო დაშვებული შეცდომები და ბრალი არასწორად იყო წარდგენილი. ჩვენ ამაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვსაუბრობდით, როდესაც საქმის მასალებს გავეცანით.

სამწუხაროა, რომ პროკურატურა, მხოლოდ შიდა მოკვლევას აწარმოებს ამ საქმეზე, რაც ნამდვილად არ არის ეფექტიანი და ადეკვატური პასუხი იმ პროცესებზე, რაც მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან ეს განვითარებული მოვლენები უკვე არის დადასტურება და აღიარება იმისა, რომ გამოძიება იყო არაეფექტიანი და, სულ მცირე, ადგილი ჰქონდა სამსახურებრივ გულგრილობას ან მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა ლომჯარიამ. 

დღეს დავით სარალიძის ჯგუფურად  დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია. 

მოსამართლე: სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ, დაუდგენელ პირებთან ერთად

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^