
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 04 ივნისს, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადდნენ მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ., რომლებმაც მოითხოვეს მათ მიერ წარდგენილი ამანათის გადაცემა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი მსჯავრდებულისათვის. ამანათის შემოწმებისას, მასში მოთავსებულ ფეხსაცმელში აღმოჩნდა 4 (ოთხი) ცალ პოლიეთილენის პარკში დაფასოებული შავი ფერის ნივთიერება.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აქტიური ხელშეწყობით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობისა (სსკ-ის 19,3781მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ.", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.