უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ბრიუსელში შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მან ისაუბრა მამუკა ბახტაძესთან და საქართველოში ჩამოსვლასაც არ გამორიცხავს.
„ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოსა და უკრაინაზე," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მედიასთან არ უსაუბრია.