Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურორი ამტკიცებდა, ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. ახლა გახდა დამნაშავე? - თენგიზ კალანდია

05 ივნისი, 2019 13:39

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია IPN.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. 

„ქალაქის პროკურორი გამოდიოდა და ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. ახლა გახდა დამნაშავე და ქვეყნის დამაქცეველი? ასე არ გავჩერდები. ჩემს შვილს არავის გავაწირინებ! ბრძოლას ვაპირებ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და ამას ასე არ დავტოვებ! ბევრი შეეწირება როგორც მთავრობიდან, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე პროკურატურიდან! თუ ჩემი შვილი დამნაშავე იყო და ამდენი ხნის მანძილზე ხელს აფარებდნენ, ამდენი ხანი ინახავდნენ, თვითონაც დამნაშავეები არიან, ხომ? - პროკურატურიდან დაწყებული, შინაგან საქმეთა სამინისტროთი, პარლამენტით დამთავრებული, წელიწად-ნახევარი ამტკიცებდნენ, ქვას აგდებდნენ, თავს უშვერდნენ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო", - ამბობს თენგიზ კალანდია.

ბრალდებულის მამის მტკიცებით, თავიანთი უნიათობით ფაქტები რომ ვერ შეკრიბეს, იოლი გამოსავალი მოძებნეს.

„უნდათ, ჩემი შვილი გაწირონ და ჩემი ოჯახი ბოლომდე გაანადგურონ! ახლა არჩევნები მოდის და ხალხის მოსყიდვა უნდათ, რომ სამართალი აღდგა. რომელ სამართალზეა საუბარი? უდანაშაულო ადამიანს იჭერენ ციხეში. აბსოლუტურად ყველა, ვინც ჩვენს საქმეში მონაწილეობა მიიღო, ვინც დაიკითხა და ერთი სიტყვა თქვა, ყველა თავიდან უნდა დაიკითხოს და დაადასტუროს თავისი ნათქვამი! დაწყებული პარლამენტიდან, პროკურატურით დამთავრებული. ყველამ უნდა გასცეს პასუხი, რა ხდება და რატომ? თუ ჩემი შვილი დამნაშავე არ იყო, რატომ აღმოჩნდა უცებ დამნაშავე? სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ერთ დღეში რომ აღმოჩნდა დამნაშავე? იმ დღესვე უნდოდათ დაჭერა, იმ დღეს ჩემ სახლთან ნახევარი სამინისტრო ტრიალებდა. მეორე დღეს კი, სპეცოპერაცია მომიწყვეს, სასამართლოში მივდიოდი, ჩემი და ჩემი უფროსი ვაჟის პროცესი იყო, რომელზეც მიხეილ კალანდია იკითხებოდა, შუა გზაში გადაგვაყენეს, სპეცოპერაცია მოაწყვეს, თითქოს ქალაქიდან გავრბოდით! ქალაქიდან გასაქცევად რომ მქონოდა საქმე, წელიწადნახევარი მქონდა დრო იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი გაქცეულიყო და ამას როგორმე მოვახერხებდი, მაგრამ მე გასაქცევად არ მაქვს საქმე, იმიტომ რომ მართლები ვართ!", - თქვა კალანდიამ.

თენგიზ კალანდია ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით იყო დაკავებული, მოგვიანებით აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და საპატიმრო დაწესებულებიდან აგვისტოს ბოლოს გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავა. 

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა.

კალანდიას დაკავებას წინ უძღოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმად, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, სხვა დაუდგენელ პირებთან  ერთად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^