თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მრგვალ ბაღში არსებული მდგომარეობა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, არავინ მუშაობს და 2 თვის განმავლობაში პატარა ბაღის რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა და, რომ ასეთმა კომპანიებმა ვერ უნდა მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში.
მერმა ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მოადგილეს დაავალა, აღნიშნულმა კომპანიამ მრგვალ ბაღში მუშაობა აღარ გააგრძელოს.
„მრგვალ ბაღში არსებული მდგომარეობა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. არავინ მუშაობს, არის 1-2 მუშა საწყლად, დაათრევენ ამ ქვებს - ხან იქეთ, ხან აქეთ. გადათხრილი და გადანგრეულია ყველაფერი. ასე გაგრძელება ჩვენთვის მიუღებელია. კომპანიას არ აინტერესებს არც ქალაქის მთავრობა, არც მერია, მაგრამ ჩემთვის თბილისის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ. იმოქმედეთ მარტივად. ეს კომპანია ვერ და არ გააგრძელებს სამუშაოებს. 2 თვეა, უკვე პატარა ბაღის რეაბილიტაცია ვერ მოვახერხეთ. არ ვარგა ეს დამოკიდებულება. სამწუხაროა, რომ გვყავს არაკეთილსინდისიერი კომპანიები, თუმცა მათ სჭირდებათ შესაბამისი პასუხი. ასეთმა კომპანიებმა არათუ მერიის ტენდერებში, საერთოდ სახელმწიფო ტენდერებში ვერ უნდა მიიღონ მონაწილეობა",- განაცხადა კალაძემ.