Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს

05 ივნისი, 2019 19:13

იუსტიციის სამინისტროს განცხადება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში ვანო მერაბიშვილის შესახებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ ტყუილებს შეიცავს, - განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე.

„მე ხელთ მაქვს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება და მინდა იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში გამოვყო რამდენიმე ტყუილი: პირველი ტყუილი -იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამოძიება მოიწონა. ეს არის ტყუილი. მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გამოძიება იყოს მასშტაბური და სწრაფი, რათავანო მერაბიშვილს სკანიდან გაყვანის საქმეში დამნაშავეები დაისაჯონ. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა, როდესაც მას აშანტაჟებდნენ - ბატონი ფარცხალაძე და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი. მეორე ტყუილში იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავს, რომ თითქოს მინისტრთა კომიტეტმა ნორმალურად მიიჩნია ის, რომ მერაბიშვილი არ არის აღიარებული დაზარალებულად. არადა პირიქით, გადაწყვეტილებაში შეშფოთებაა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ მერაბიშვილი არ არის აღიარებული დაზარალებულად.

მესამე ტყუილი - იუსტიციის სამინისტრო ამბობს, თითქოს მინისტრთა კომიტეტი ამ საქმის აღსრულების განხილვას აღარ დაუბრუნდება სექტემბერში, არადა გადაწყვეტილებაში პირიქით წერია და აღნიშნულია, რომ 30 სექტემბერს სწორედაც რომ დაუბრუნდება მინისტრთა კომიტეტი ამ საქმის აღსრულების დისკუსიას. ბოლოს, მეოთხე ტყუილი - იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. იუსტიციის სამინისტროს ამ მოკლე განცხადებაში სრულიად არასწორად არის ინტერპრეტირებული საკუთრივ მერაბიშვილის საქმე. განცხადებაში აღნიშნულია, თითქოს კანონიერად მიიჩნია ვანო მერაბიშვილის პატიმრობა ევროსასამართლომ მაშინ, როცა გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობა იყო დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სხვა პოლიტიკური მოტივი ჰქონდა და მე შეგახსენებთ, რომ მე-18 მუხლთან დაკავშირებით ეს ევროსასამართლოს პრაქტიკაში, მის ისტორიაში მე-6 გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს კვლავ დადებითად აფასებს.

სამინისტრო: მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებას კვლავ დადებითად აფასებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^