ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი წარადგინა. ინფორმაციას EMC ავრცელებს.
განაცხადში მოსარჩელეები, დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.
„ამ საქმეში სიცოცხლის უფლების დარღვევას მოსარჩელეები რამდენიმე პერსპექტივით აყენებენ, მათ შორის:
- განმცხადებლებისმითითებით,2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია დაიგეგმა ისე, რომ არ მომხდარა რისკების სათანადო გაზომვა და ძალის გამოყენების პრევენციისა და მინიმიზაციისთვის საკმარისი ზომების მიღება;
- თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს არააუცილებელი და არაპროპორციული ლეტალური ძალა. განმცხადებლების მტკიცებით, გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც, მათ შორის, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზების შედეგებიც უთითებს. მოწმეთა ახსნა-განმარტებით, თამირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლა და გასროლა თანადროულად მოხდა, სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილს სავარაუდოდ ეკეთა ყურსასმენები, რაც ქმნისდასაბუთებულეჭვს, რომ მან ვერც კი მოახერხა მომხდარის გაცნობიერება;
- დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სახელმწიფომ არ აღმოუჩინა დროული სამედიცინო დახმარება. საავადმყოფოში ისდაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით გადაიყვანეს სუს-ის მანქანებით, და არა სასწრაფო დახმარების მანქანით;
- თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება არ აკმაყოფილებს დამოუკიდებელი, ობიექტური, ეფექტიანი და დროული გამოძიების სტანდარტებს. გამოძიების საწყის ეტაპზევე, გამოძიების პროცესში, სუს-ის უკანონო ინტერვენციის გამო მოპოვებული მტკიცებულებების ვალიდურობაიმთავითვე ეჭვქვეშ დადგა. მათ შორის, საეჭვო ვითარებაში მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ხელყუმბარის, იარაღის)განადგურება, შეცვლა. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის და არ აქვთ წვდომა საქმისთვის ყველაზე მნიშნელოვან მტკიცებულებებზე, მათ შორის, სპერაზმელების ჩვენებებზე, სპეცოპრაციის გეგმაზე.
- გამოძიება არსებითად ჭიანურდება და მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ბოლოსთვის გამოძიებას უკვე ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები შეგროვებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის, ის გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ იღებს“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
EMC-ში აცხადებენ, რომ მოსარჩელეები ასევე დავობენ სპეცოპერაციის ჩატარების დროს მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და ამ ნაწილში გამოძიების არაეფექტიანობაზე.
განმცხადებლების ინტერესებს ევროპულ სასამართლოში EMC-თან ერთად, ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს, რომელიც ლონდონში ბაზირებული, ადამიანის უფლებებზე მომუშავე გავლენიანი ორგანიზაციაა.