დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა პორკურორის მოთხოვნით დაიხურა და მასზე დასწრების საშუალება ოჯახის წევრებსა და მედიის წარმომადგენლებს არ შეეძლოთ.
მიხეილ კალანდიას მეგობრებმა სასამართლოს ეზოში სომბოლურად მტრედები გაუშვეს. მათი თქმით, ეს თავისუფლების სიმბოლოა.
მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას თქმით, ისინი ბოლომდე იბრძოლობენ სიმართლის დასადგენად. შემდეგი სასამართლო სხდომა 11 ივლისს არის ჩანიშნული.
2019 წლის 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დააკავა მიხეილ კალანდია.
დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა.