Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია პარლამენტს მოუწოდებს, სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატს მხარი არ დაუჭიროს

07 ივნისი, 2019 12:16

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დარღვევით გამოვლენილ რომელიმე კანდიდატს, -ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კომისიის დებულება განსაზღვრავდა, კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას, მათ შორის სამოტივაციო წერილის წარმოდგენის ვალდებულებას. ამასთან, კომისიის დებულებაში, ნათლად და მკაფიოდ ეწერა, რომ წარმოდგენილ სამოტივაციო წერილში ასახული უნდა ყოფილიყო - კანდიდატის ხედვა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების, გასატარებელი ღონისძიებების, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის განვითარებისა და ეფექტიანობის ამაღლების შესახებ",- განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხების სამოტივაციო წერილში ასახვა ისეთივე ვალდებულება იყო, როგორც დებულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის წარმოდგენა.

„შესაბამისად, კომისიას გასაუბრების ეტაპზე მხოლოდ ის კანდიდატი/კანდიდატები უნდა გადაეყვანა, ვინც სრულად აკმაყოფილებდა დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის სამოტივაციო წერილის ნაწილში. კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველ ეტაპზე 48 პირმა გამოხატა, კომისიის დებულების შესაბამისად მომზადებული სამოტივაციო წერილი კი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა - ლონდა თოლორაიამ წარმოადგინა. თუმცა, კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დებულების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, კონკურსის შემდეგ ეტაპზე - გასაუბრება, მოწვეული იყო არა ერთი, არამედ 7 კანდიდატი (გასაუბრებაზე 5 გამოცხადდა). კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრება 2019 წლის 1 ივნისს ჩაატარა",- განაცხადა სალაძემ.

სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, სწორედ ხელახალი კონკურსის ჩატარების თავიდან აცილების მიზნით იყო მოწვეული გასაუბრებაზე დანარჩენი კანდიდატები, საიდანაც საბოლოოდ ორი კანდიდატი წარედგინა პრემიერ-მინისტრს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^