
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ კანდიდატი კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
„დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. შეიძლება გავუსვათ ხაზი დამატებით - მეორე ტური მთაწმინდაზე მხოლოდ დემოკრატიულობის მაჩვენებელია. ეს კარგია. იცით, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური და არ უყვართ როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი. მთაწმინდა შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი. ხაზგასასმელია ისიც, რომ თუ აკვირდებოდით კარგად არჩევნებს, საკმაოდ კულტურულად ჩატარდა ეს არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ ტიპიური ევროპული არჩევნები იყო. ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს. ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. ასე თანდათანობით ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები და ეს მათ შორის, არჩევნებში უნდა გამოიხატებოდეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა