საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის მე -10 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხმა მისცა ადამიანს, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ის ილახებოდა.
„მე ხმას მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ გამორჩეული და დაფასებული და მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვყოლია თოჯინები, არათუ თავისუფალ პოზიციას დააფიქსირებენ და თავიანთ აზრს, არამედ იმას, რასაც მათ უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.