Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის პრაიდზე საერთაშორისო პეტიცია ვრცელდება

09 ივნისი, 2019 13:37

LGBT პირთა უფლებების დამცველმა მოძრაობამ All Out-მა თბილისის პრაიდთან დაკავშირებით პეტიცია გამოაქვეყნა. 

პეტიციაში წერია, რომ ისტორიაში პირველად ადგილობრივი აქტივისტები საქართველოში, თბილისში აპირებენ გამართონ პრაიდი. როგორც პეტიციაში წერია, ეს არის შესაძლებლობა, აჩვენონ საქართველოში, რომ LGBT+ ადამიანები ითხოვენ თანაბარ უფლებებს;  ქვეყანაში, სადაც თემზე თავდასხმები და ჰომოფობიური განწყობები კვლავ მასშტაბურია. 

„პრაიდის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რადიკალურმა ჯგუფებმა ძალადობის შემცველი მუქარები გაავრცელეს. საქართველოს მთავრობამ კი  პრაიდის ორგანიზატორებს განუცხადა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მათ დაცვას და გააუქმონ მარში", - წერია გავრცელებულ პეტიციაში. 

პეტიციის ავტორები მიმართავენ საზოგადოებას და სთხოვენ მათ,  რომ ხელი მოაწერონ პეტიციას, რათა დაარწმუნონ პრემიერი და შს სამინისტრო, დაიცვან პრაიდის უსაფრთხოება. 

____________

შსს-ს განცხადებით, „თბილისის პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილეს პრაიდის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა. მაგრამ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა ისეთი ადგილები და ფორმატი შეარჩიეს, რომლებშიც უწყების განცხადებით, ისინი უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ. ამიტომ შსს-მ მათ შეკრების „უფრო უსაფრთხო ალტერნატივები“ შესთავაზა.

სამინისტროს წარმომადგენლებმა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე ამ ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^