საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებული ვიდეო „უფრო იუმორისტულ ვიდეოს ჰგავს".
„უყურადღებოდ არ დარჩება, მაგრამ ეს ჩანაწერები იუმორისტულ ვიდეოს ჰგავს და ვფიქრობ, თავად ოპოზიციის რიგებშიც ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ არჩევნებში გამარჯვება ასეთი სცენარებით არის შესაძლებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლის ამსახველი კადრები დღეს „ევროპულმა საქართველომ“ გაავრცელა.
დღეს მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის იმართება.