.jpg)
15:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ მთაწმინდის ოლქში 26,3% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 11539 ამომრჩეველს შეადგენს.
ცესკო-ის ინფორმაციით, 19 მაისს არჩევნების პირველ ტურზე 15:00 საათზე აქტივობამ 21% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 9 226 ამომრჩეველია.
დღეს მთაწმინდის ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მეორე ტურში ორი კანდიდატი გადავიდა. "ქართული ოცნების" კანდიდატი ლადო კახაძე და "ევროპული საქართველოს" და "თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის კანდიდატი - შალვა შავგულიძე.