საგარეჯოში 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გუშინ სააგენტო „რეგინფომ" ამ შემთხვევის შესახებ მასალა გამოაქვეყნა - 14 წლის გოგოს ამბავი, რომელიც ორჯერ გაიტაცეს და გააუპატიურეს - პოლიცია მოძალადეს არ იჭერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2015 წლის 09 დეკემბერს საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ. ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ. ბ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ქ. ბ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში.
„2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებლის განცხადებით ლ. ბ. მოიტაცეს. საქმეზე გამოკითხულმა ლ. ბ.-მ განმარტა, რომ იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ ქ. ბ.-ს. აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო.
მიმდინარე წლის 9 ივნისს პოლიციამ ძებნილი ქ. ბ. დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება", - ამბობენ შსს-ში.