
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით 20 საათის მონაცემებით, არჩევნებში აქტივობა აქტივობა 41,23%-ია, პირველ ტურში აქტივობა 34,27% იყო.
წინასწარი მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა 18 105 ამომრჩეველმა მიიღო.
საარჩევნო უბნები 20 საათზე დაიხურა. ამჟამად ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.
დღეს მთაწმინდის ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მეორე ტურში ორი კანდიდატი გადავიდა. "ქართული ოცნების" კანდიდატი ლადო კახაძე და "ევროპული საქართველოს" და "თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის კანდიდატი - შალვა შავგულიძე.