
მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კანდიდატმა ლადო კახაძემ, რომელიც დათვლილი უბნების მონაცემებით, ლიდერობს, ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მხარი დამიჭირა, ვინც შეწუხდა, ვინც ის წინადადებები გაიაზრა, რომელიც ჩემი აზრით, მთავარია.
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს გამარჯვება მოიტანა. ეს არის ის ოჯახი, ვისთან ერთადაც ჭირისა და ლხინის გასაყოფად მზად ვარ და ვიქნები. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანსაც, ვისაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩემთვის ხმა არ მოუცია, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ჩემს მიმართ გარკვეული ნდობა აქვს. ალბათ ცხოვრება მოიტანს ამ ნდობის უფრო მეტად გაღვივებას.
დიდი მადლობა თქვენ [ჟურნალისტებო], მე თქვენ ექიმებს გეძახით, იმიტომ, რომ ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოტანა შეგიძლიათ მიუკერძოებლად. თქვენ გააცოცხლეთ თავის დროზე ლადო კახაძე, მეორე ცხოვრება აჩუქეთ და შემოიყვანეთ პოლიტიკურ ველზე, ამიტომ ჩემთან ერთად აწი თქვენც აიღებთ პასუხისმგებლობას ჩემს ცხოვრებაზე", - აცხადებს ლადო კახაძე.