
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნებში ლადო კახაძემ ხმთა უმრავლესობა მიიღო. ცესკო-ის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, ამომრჩეველთა ხმების 61,83% (10738 ხმა) "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლადო კახაძემ მიიღო, ხოლო 38.17% (6630ხმა) - ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ.
ცესკო-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ყველა, 31-ივე საარჩევნო უბანი. მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი არჩევანი ჯამში 18 105-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. სულ კი აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებული იყო 43 909 ამომრჩეველი.