გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტში ხმელთაშუა ზღვიდან ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ (კარეტაკარეტა) შემოვიდა.
სააგენტოში ამბობენ, რომ ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კუ გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით, შესაბამისი რეაბილიტაციის კურსი კუს სასტუმრო „პარაგრაფის“ ოკეანარიუმის საკარანტინო აუზში ჩაუტარდა.
სპეციალისტების განმარტებით, შავი ზღვის ივნისის თვის წყლის ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსია, რაც სრულიად შესაბამისია კუს საბინადრო გარემოში დასაბრუნებლად. სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.