10-11ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
როგორც „ლიბერალს“ სინოპტიკოსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, სეტყვა ძირითადად მოსალოდნელია კახეთის ზოგიერთ რაიონში,ასევე მთიან და მაღალმთიან ნაწილში.
„ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +32, +37, სანაპირო რაიონებში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.
12-13 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი სეტყვა. ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი იქნება“, - აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.