Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთში დაკავებული ჟურნალისტის ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყდა

11 ივნისი, 2019 20:06

რუსეთში მედიაგამოცემა „მედუზას“ დაკავებული ჟურნალისტის ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. „მედუზას“ ინფორმაციით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყვიტა.

ჟურნალისტს, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობაში ედებოდა ბრალი შინაპატიმრობიდან დღის ბოლომდე გაათავისუფლებენ.

როგორც „მედუზა“ წერს, პოლიციელები და განყოფილების ხელმძღვანელი, რომლებმაც გულონოვი დააკავეს საქმეს ჩამოაშორეს. მათ მიმართ მოკვლევა დაიწყო.

„მედუზას“ გამომძიებელი ჟურნალისტი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. ივან გოლუნოვს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებას ედავებიან, რასაც ჟურნალისტი უარყოფს. კოლეგები და სამოქალაქო აქტივისტები გოლუნოვის დაკავებას მის საქმიანობას უკავშირებენ. გოლუნოვის მხარდამჭერებმა მისი დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციებიც დაიწყეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^