Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“: პროექტისთვის საჭირო კაპიტალი მობილიზებული გვაქვს

12 ივნისი, 2019 15:46

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებით, ისინი მოცემულ ვადებში მაქსიმალურად ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და პროექტისთვის საჭირო კაპიტალი მობილიზებული აქვთ. კონსორციუმის განცხადებით, ამასთან ისინი მიესალმებიან მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტისთვის ფინანსების მოსაზიდად ვადის გახანგრძლივების შესახებ.

„კონსორციუმი მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას სრულად აქვს მობილიზებული პროექტისთვის საჭირო კაპიტალი და ამის ოფიციალური გაცხადება მოხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიაღწევენ შეთანხმებას.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მოცემულ ვადებში მაქსიმალურად ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, კონსორციუმმა უკვე დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი, გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები და მზად არის ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად.

რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, თუ შემდეგი ერთი თვის მანძილზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოხდა შეთანხმება მერვე პუნქტთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ანაკლიის პორტი დადგენილ ვადებში - 2020 წლის ბოლოს - 2021 წლის დასაწყისში შეძლებს პირველი გემის მიღებას“, - ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

დღეს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს ინვესტიციების ფინანსური დახურვის ვადას 6 თვით გაუხანგრძლივებს.

გუშინ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეძლებს, დაასრულოს ანაკლიის პორტის პროექტი.

„მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს [ანაკლიის] პორტის პროექტს. პროექტი თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობას გააძლიერებს და დაიცავს მას რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენისგან“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

მაიკ პომპეოს განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განაცხადა, რომ მთავრობა დათანხმდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თხოვნას, რომ გაუხანგრძლივდეს კონსორციუმს ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად გათვალისწინებული ვადა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^