მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთში გუბერნატორის მოადგილედ დღეს, 12 ივნისს წარადგინეს. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მომღერალი მხარის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება. გუბერნატორმა ზურა ხაჩიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.
რა მიმართულებით იმუშავებს ხაჩიძე აღნიშნულ პოზიციაზე, უცნობია. სამხარეო ადმინისტრაციაში, „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ.
ზურა ხაჩიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“.